მთავარისიახლეებიპოლიტიკამას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობა კომპიუტერისა და ინგლისურის ყველა მცოდნემ დატოვა, ქართული...

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობა კომპიუტერისა და ინგლისურის ყველა მცოდნემ დატოვა, ქართული ოცნება კონვულსიურად ეძებს მათ შემცვლელებს

Published on

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, შესაძლოა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნოს.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე, ირაკლი ბერაია პასუხობს, რომ გუნდის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.

„ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუნდის შიგნით მინდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებზე. როდესაც გუნდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, უფრო კონკრეტულად შევძლებ, რომ გიპასუხოთ“, – განუცხადა ბერაიამ „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის იყო საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...