კახი კალაძე: პარლამენტის ბლოკირებაზე შესაბამისი სამსახურების რეაგირება იქნება

0
383

ოპოზიციამ 25 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან აქცია 26 ნოემბერს კი პარლამენტის შენობის პიკეტირება დააანონსა.

თბილისის მერის განცხადებით, მოქალაქეებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა პარლამენტის პიკეტირების შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

როგორც კალაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეები კანონის ჩარჩოებს არ გაცდნენ.

“აქციების გაგრძელებას და ჩატარებას ვერავინ შეზღუდავს. ადამიანებს აქვთ უფლება, შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, რამდენად კრიტიკულიც არ უნდა იყოს ეს. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და მთავარია, ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. რა თქმა უნდა, ვერავინ შეუზღუდავს ამ ადამიანებს გამოვიდნენ და გამოხატონ თავისი მოსაზრება. თუ მოხდება ბლოკირება, შესაბამისი სამსახურების მიერ იქნება შესაბამისი რეაგირება”,- განაცხადა კალაძემ.

წინა სტატიარა მოქმედებაა, რა ვითარებაა, ჩიტმა გაიცინა? არა, სერგო რატიანმა, ამასთან უმისამართოდ
შემდეგი სტატიაქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი ნიუ-იორკში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური