მთავარისიახლეებიპოლიტიკაიენს სტოლტენბერგი: ,,ჩვენ ვთავაზობთ პრაქტიკულ დახმარებას უკრაინასა და საქართველოს“

იენს სტოლტენბერგი: ,,ჩვენ ვთავაზობთ პრაქტიკულ დახმარებას უკრაინასა და საქართველოს“

Published on

ნატო მხარს უჭერს საქართველოს თავის სწრაფვაში გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ალიანსი დაეხმარება საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში. – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე

მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს მოუწოდა სათანადო მხარდაჭერა გაუწიონ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს, კერძოდ, უკრაინასა და საქართველოს.

„ჩვენ ვართ პარტნიორები საქართველოსთან და უკრაინასთან შავი ზღვის რეგიონში. მოვუწოდებთ მოკავშირეებს გამოყონ აუცილებელი რესურსები, კადრები, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენ ვთავაზობთ პრაქტიკულ დახმარებას უკრაინასა და საქართველოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია ნატოსთვის და ალიანსი აძლიერებს თავის ყოფნას იქ ბოლო წლების განმავლობაში.

მანვე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოსა და უკრაინაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ალიანსი ურთიერთქმედებაშია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან. ჩვენ შევათანხმეთ დახმარების პაკეტი აპრილში, რათა ჩავატაროთ ბევრი სწავლება, გავზარდოთ ინფორმაციის გაცვლა“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების განხორციელებაში. სწორედ ეს არის საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობის მიზანი“ განაცხადა გენერალურმა მდივანმა

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...