იარაღი, რომელიც თითქოს გიორგი რურუას ავტომობილიდან ამოიღეს, მას არ ეკუთვნის – სასამართლო ჩიხშია

0
419

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მას სხვა ადვოკატებთან ერთად ნიკა გვარამიაც იცავს.

რურუა აცხადებს, რომ იარაღი, რომელიც მისი ავტომობილიდან ამოიღეს მას არ ეკუთვნის.

“როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი ჩხრეკა არ ჩატარებულა და მეუბნებიან, რომ იარაღი ამოიღეს”, – მიმართა რურუამმოსამართლე რომან ხორავას.

მისი თქმით, დაკავების მერე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევდნენ.

,,ნებისმიერ თავმოყვარე სასამართლოში, ეს პროცესი დასრულდებოდა 15 წუთში. აბსოლუტურად ნათელია, რომ საქმე გვაქვს ადამიანისთვის იარაღის ჩადების მცდელობასთან, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გიორგი რურუას სასამართლო პროცესის მიმდინარეობა.

მისივე შეფასებით, დღევანდელ პროცესზე პროკურორის გამოსვლა სამარცხვინო იყო.

“პროკურორი ვერ პასუხობს კითხვას, სად ამოიღეს იარაღი – ქუჩაში თუ მანქანაში. პროკურორმა აგვიხსნა, რომ მანქანა და ქუჩა არის ერთი და იგივე იმიტომ, რომ მანქანა დგას ქუჩაში. ამ ლოგიკით, შენობებიც დგას ქუჩაში და ე.ი. ყველა ქუჩაში ვართ. პროკურორი ვერ ამბობს, საიდან ამოიღეს იარაღი. პროკურორი ვერ ამბობს, რატომ არ არის დაფიქსირებული ოქმში იარაღის ნომერი. იარაღი არის უნომროდ ოქმში გატარებული და იარაღის ტიპიც არ არის დაფიქსირებული”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

რაც შეეხება პროკურორის მიერ სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ რურუას თავის სახელზე რეგისტრირებული აქვს 48 სხვადასხვა კატეგორიის იარაღი ტარების უფლებით, ბაქრაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული იარაღები, როგორც გიორგი რურუას ოჯახის წევრები აცხადებენ, მისი ძმის, ნიკა რურუას იარაღის კოლექციაა.

“კანონიერად იარაღის ფლობა დანაშაული არ არის და მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ეს მისი ძმის, ნიკა რურუას იარაღის კოლექციაა, რომელიც მან ერთი კვირის წინ გადმოიფორმა. რამდენი გადმოიფორმა არ ვიცი, მაგრამ რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, ქვეყანაში იარაღის ფლობა დანაშაული არ არის”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

წინა სტატიადავით ქაცარავამ მოდულის შენობის წინ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება გეგმავს მისი და ორგანიზაციის სხვა წევრებისათვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას და დაკავებას
შემდეგი სტატიარას არ გაიგონებს კაცი: ბრალდებულებს პოლიციელები და მანდატურები საკუთარ პროცესზე არ უშვებენ, მისულებს აძევებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური