მთავარისიახლეებისამართალიგიორგი რურუა პროკურორ სმხარაძეს საჩუქრად თავის ბოტასს სთავაზობს, მაგრამ არა ფარცხალაძის მოპარულს

გიორგი რურუა პროკურორ სმხარაძეს საჩუქრად თავის ბოტასს სთავაზობს, მაგრამ არა ფარცხალაძის მოპარულს

Published on

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს განაცხადა, რომ პროკურორ ვასილ სამხარაძეს თავის ბოტასს ჩუქნის.

“მას შემიძლია ბოტასი ვაჩუქო, მისთვის გასაგები იქნება”, – აღნიშნა გიორგი რურუამ პროცესზე.

ამასთან, რურუას თქმით, ის თავს სახელმწიფოსგან დაზარალებულად ცნობს და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან მასზე ხდება ზეწოლა.

“მე თავს ვცნობ დაზარალებულად სახელმწიფოს მიერ, პროკურატურიდან. პოლიციის მიერ არის ჩემზე ზეწოლა. მე პრინციპების კაცი ვარ და აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას, აუცილებლად დავიხსნით იმ ერთი კაცისგან ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი რურუამ.

სიახლეები

2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...