18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

0
399

18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა პირის, ჯამში 36 ადამიანის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათიდან სხვადასხვა დროს გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა წუხელ, გვიან ღამით ადმინისტრაციული პატიმრობაში მყოფგი ყველა პირი ბაათავისუფლა, მათ შორის გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე პაატა სოსონაშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი და სხვები. მათ დარბაზი დატოვეს. აქტივისტების გათავისუფლებას დარბაზში მყოფი მათი ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ტაშით და შეძახილებით -“შეცვალე” ხვდებოდნენ.

სასამართლომ ასევე იმსჯელა “გირჩის” ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით იყო გათავისუფლებული ადმინისტრაციული პატიმრობიდან. მის საკითხზე მსჯელობაც დღეს 20 ნოემბერს, 17:50 საათზე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პირველი 20 პირის საკითხზე მსჯელობის შემდეგ, 17 დაკავებულის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ცალ-ცალკე იმსჯელა და პროცესები 20 ნოემბერს, 5-5 წუთიანი შუალედებით ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი იყო დაკავებული, აქედან ერთი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლდა.

წინა სტატიასანამ მოსამართლე ისვენებს თუ ხელისუფლებასთან თათბირობს, დაკავებულები პროცესზე საქართველოს ჰიმნს მღერიან
შემდეგი სტატიაანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა დღეს, 17:00 ე.წ. მოდულის წინ საგანგებო განცხადებას გააკეთებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური