მთავარისიახლეებიპოლიტიკასანამ მოსამართლე ისვენებს თუ ხელისუფლებასთან თათბირობს, დაკავებულები პროცესზე საქართველოს ჰიმნს მღერიან

სანამ მოსამართლე ისვენებს თუ ხელისუფლებასთან თათბირობს, დაკავებულები პროცესზე საქართველოს ჰიმნს მღერიან

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს და პირველ სართულზე არიან შეკრებილი საშუალებას არ აძლევენ ავიდნენ მეორე სართულზე, სადაც პროცესი მიმდინარეობს,მათ შორის ეკა გიგაური, ნიკა გვარამია და სხვები. ისინიც და ის პოლიტიკოსები და აქტკივკისტერბი, რომელთაც მოახერხეს სასამართლო დარბაზამდე მიღწევა აპროტესტებენ, რომ სასამართლო პაროცესისთვის განსაზღვრული დრო დარღვეულია და დაკავებულებს უკვე 12 სხაათზე მეტია განაჩენის გარეშე ამყოფებენ პატიმრობაში ყოველგვარი ჰიგიენური ნორმების დარღვევით და საკვების მიწოდების გარეშე, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებით შეიძლება შეფასდეს როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა.

განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, როლმ 37 დაკავებულის საქმეს ერთი მოსამართლე ფალიშვილი განიხილავს, ეს კეთდება დროის გაჭიანურების მიზნითა და იმ ფარული არგუმენტით, რომ ფალიშვილი ხელისუფლებას ,,შეკერილი” ყავს და ის არის გარანტი იმისა, რომ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელისუფლებას აძლევს ხელს ( თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროტესტი ისე მძლავრია, რომ შესაძლოა ხელისუფლებას ეს განზრახვა ჩაეშალოს. ამ დროისათვის ფალიშვილს ათწუთიანი შესვენება აქვს გამოცხადებული. სანამ მოსამართლე ისვენებს თუ ხელისუფლებასთან თათბირობს, დაკავებულები პროცესზე საქართველოს ჰიმნს მღერიან

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...