მთავარისიახლეებიპოლიტიკაIRI-ის კვლევა ცხადყოფს, რატომ წაიღო ოლიგარქმა უკან თავისი სიტყვა ...

IRI-ის კვლევა ცხადყოფს, რატომ წაიღო ოლიგარქმა უკან თავისი სიტყვა პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველის ხმები ოპოზიციის კალათაში მიდის. ასეთი კი IRI-ის კვლევის თანახმად 37%-ია.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სწორედ მძიმე რეიტინგის გამო წაიღო ივანიშვილმა თავისი პირობა უკან, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა.

“უკვე თვალსაჩინოა რატომ წაიღო თავისი სიტყვა უკან ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე. IRI-ის კვლევის თანახმად ოპოზიციის ჯამური მაჩვენებელი 41%-ია, ასევე 37%-ია გადაუწყვეტელი ადამიანების რაოდებობა და როგორც წესი, ასეთი ადამიანების ხმები ყოველთვის მიდის ოპოზიციურ კალათაში. შესაბამისად, “ქართულ ოცნების” ანუ ბიძინა ივანიშვილს ბოლოჟამია. პოლიტიკური პარტიის გარდაცვალებას ვგულისხმობ. ანუ ის იმ ფარსით რაც პარლამენტში მოაწყო, შეეცადა, მაჟორიტარების ე.წ. აჯანყებას, ეს იყო მისი აფერისტული ქმედება გადაეგდო ქართველი ამომრჩეველი”- აცხადებს დეკანოიძე.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, კვლევის მიხედვით ნებისმიერ სამართლიან საარჩევნო სისტემაში „ქართული ოცნება“ დამარცხდება.

“ეს სამი ფაქტორი ერთად კარგად ხსნის, თუ რა მოხდა წინა კვირაში, რატომ გადაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა; რატომ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა. იმიტომ, რომ ამ კვლევის მიხედვით ნებისმიერ სამართლიან საარჩევნო სისტემაში „ქართული ოცნება“ დამარცხდება. ამ კვლევამ დასვა საბოლოო წერტილი დისკუსიაზე, რა მოხდა და რატომ მოხდა წინა კვირაში. ამასთან, ძალიან მკაფიოდ გამოაჩინა ტენდენცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში – მზარდი გაჭირვების, პრობლემების, შეუსრულებელი დაპირებების და არაპოპულარული მთავრობის ფონზე მოსახლეობას სჭირდება ცვლილებები; მოსახლეობა მხარს უჭერს საარჩევნო სისტემის შეცვლას და სამართლიან არჩევნებს. ხელისუფლების რესურსი დღეს დარჩა იმ უსამართლო სისტემის შენარჩუნებაში, რომლითაც იმედი აქვთ, რომ მოიგებენ 2020-ის არჩევნებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...