მთავარისიახლეებიპოლიტიკადიმიტრი ხუნდაძემ გუშინდელს აქეთ სულ გაიჯეჯილა - 2020 წლის არჩევნებისთვის სრულ...

დიმიტრი ხუნდაძემ გუშინდელს აქეთ სულ გაიჯეჯილა – 2020 წლის არჩევნებისთვის სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

Published on

პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე ახალი ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ ის სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად იწყებს ხელმოწერების შეგროვებას სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად. ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში წარუდგენს იმ იმედით, რომ ამ სისტემაზე ქვეყანამ გადასვლა 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს. ინიციატივის შესახებ დიმიტრი ხუნდაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

„მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც ცხადია არ არის უნივერსალური, აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ყველა სოციალურ-ეკონომიკური, სტრატეგიული თუ გეოპოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით.” – წერს იგი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე ამ ახალ ინიციატივას იწუნებს. მისი თქმით, ხუნდაძემ ძალიან არასწორი აზრი გაახმოვანა.

“გამორიცხულია ამაზე საუბარი, .. თუნდაც დისკუსიის გახსნაც კი, მე პირადად მიმაჩნია აბსოლუტურად ზედმეტად ამასთან დაკავშირებით. ახლა ამაზე საუბარი, ჩემი აზრით, არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამ სწორ გადაწყვეტილებას ჰქვია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. იყო ვადაზე საუბარი, რაც ვერ მოხერხდა, მაგრამ კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველო გადადის პროპორციულ სისტემაზე და 2020 წლის შემდეგ არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ სისტემით,” – განაცხადა მდინარაძემ.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...