მთავარისიახლეებისამართალიაქციის დაშლის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

აქციის დაშლის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

Published on

პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 37 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათიდან დაიწყება. პარალელურად, გაიმართება საპროტესტო აქცია.

დაკავებულებს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან. სასამართლო დღევანდელ პროცესზე მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებს. 

დაკავებულთა შორის არიან საპროტესტო აქციის ორგანიზატორები – ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია. გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტი მოახდინა და ქართული ოცნების დეპუტატები შენობაში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

სიახლეები

“უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რამშტაინის" ფორმატისა...

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა,...

რუსთავის ციხესთან ქალმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართეს

"დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი...

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...