რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ მოვალთ ისევ და ბოქლომს დავადებთ – გრიგოლ ვაშაძე

0
396

„თხოვნა გვაქვს თქვენთან ყველასთან, ჩვენ იმდენი არ ვართ, რომ ამათ წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ ყველა ვჯდებით შემოსასვლელთან, სათითაოდ ხელში აგვიყვანონ და როგორც მათ მასწავლებელ პუტინს სჩვევია, ისე გავიტანონ აქედან სათითაოდ, რომ ჟურნალისტებმა ყველამ გადაიღონ, რა დემოკრატია აგვიშენა ოლიგარქმა საქართველოში, მაგრამ რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ მოვალთ ისევ და ბოქლომს დავადებთ. იმის ნაცვლად, რომ სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზთან იდგეს, ჩვენ გვებრძვიან.

აბა ორგანიზებულად, გახსოვდეთ, ქალები გვყავს, არავითარი წინააღმდეგობა, ძალადობა, აგვწიონ ხელში, გაგვიტანონ, ზუსტად ისევე როგორც მათი პუტინი აკეთებდა“, – განაცხადა  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან, სადაც პოლიცია აქციიოს დასაშლელად ემზადება.

წინა სტატიათბილისში მიმდინარე პროცესებს ადგილობრივები აფასებენ [Video]
შემდეგი სტატიასპეცრაზმს აქციის მონაწილეები ხელებაწეულები ხვდებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური