მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხელისუფლება 20 ივნისის სცენარის გამეორებას ცდილობს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

“ხელისუფლება 20 ივნისის სცენარის გამეორებას ცდილობს” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

Published on

პარლამენტის პიკეტირებულ შესავლელთან იმყოფება შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლემაც “ქართული ოცნების” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება არ მისცა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, დეპუტატების პარლამენტის შენობასთან მისვლა პროვოკაციააა და აღნიშნული ქმედებით ხელისუფლება 20 ივნისის სცენარის გამეორებას ცდილობს.

“ამათ უნდათ იგივე სცენარის გამეორება რაც მოხდა 20 ივნისს, მე უკვე 600 დღეზე მეტია რაც აქ ვდგევარ და უკვე ვიცი რაში იხარშებიან და რა სიბინძურეა ეს ქართული ოცნება. ესენი ყველაფერს აკეთებენ, რომ პროვოკაცია გააკეთონ და ციხეში ჩაყარონ ხალხი, სხვა გეგმა ამათ არ აქვთ, ეს არის ხელიდან წასული ხელისუფლება. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, პროვოკაციას ნუ წამოეგება. პარლამენტში არცერთი დეპუტატი არ შევა, თუ შევა ყველას სათიშაოდ გამოვათრევთ საკუთარი კაბინეტიდან” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...