მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ასევე ადვოკატი ბექა ბასილაია დიღმის პოლიციის მთავარ...

გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ასევე ადვოკატი ბექა ბასილაია დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

Published on

თაბუკაშვილის საპატრულო პოლიციის სამმართველო „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ხელწერილის საფუძველზე დატოვა. დაკავებულთა დანარჩენი ნაწილი დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან აქციის ორგანიზატორები: გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ასევე ადვოკატი ბექა ბასილაია.

,,დაკავების ოქმში რაც ჩაწერეს, არის იგივე მუხლები, რისთვისაც არაერთხელ ვყავარ დაკავებული. დამაკავეს 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ეს დაკავება ცალსახად პოლიტიკურია. ჩვენ ვახდენდით ჩიტაძის ქუჩაზე პარლამენტის წინა შესასვლელის პიკეტირებას, როდესაც დაიძრა სპეცრაზმი და დავსხედით ქვაფენილზე, სპეცრაზმმა დაიწყო ჩვეულებრივი გადავლა, რა დროსაც მე ვეხმარებოდი ადამიანებს ფეხზე წამოდგომაში. ამის შემდეგ ერთადერთი რისი საშუალებაც იყო, ფიზიკური ძალით დაგვეკავებინა სპეცდანიშნულების რაზმი, რომ ადამიანები არ გაეჭყლიტათ, რასაც მეც ვაკეთებდი – პირადად ვაკავებდი ერთ-ერთ სპეცრაზმელს. გამათავისუფლეს ხელწერილით ალბათ იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა ვარ, მეეჭვება დაკავებულების დანარჩენი ნაწილი დღეს გაანთავისუფლონ, მათ ალბათ, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევთ ღამის გატარება. დამაწერინეს ხელწერილი, თუ საგამოძიებო ორგანოები დამიძახებენ გამოვცხადდები,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...