მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებს

“ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება” – მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებს

Published on

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს.

მისი თქმით, ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს.

“ვფიქრობ, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად პარლამენტმა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იმუშაონ გამართულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონდარღვევა პარლამენტის შენობის ბლოკირება. შსს-ს განცხადება, ამ მხრივ, აბსოლუტურად რელევანტურია. ეს არ არის მხოლოდ შსს-ს პოზიცია. ასეთი იყო აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც, სადაც მათ მიუთითეს, რომ პროტესტი კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს. პოლიციასა და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის ბლოკირებაში, რადგან ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება” – აღნიშნა მდინარაძემ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...