მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან კაკულია: ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებით თავად იჭრის გზას დიალოგისკენ

რომან კაკულია: ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებით თავად იჭრის გზას დიალოგისკენ

Published on

პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია – დღეს, 17 ნოემბერს, ევროპულმა საქართველომ პარლამენტის ყველა კარი ჯაჭვით და ბოქლომებით დაკეტა და გასაღები ხალხს გადასცა.

ქართული ოცნების წევრი, რომან კაკულია ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებით თავად იჭრის გზას დიალოგისკენ.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შენობის ბლოკირება მართლაც მოხდება, დეპუტატის სახელმწიფო იმოქმედებს კანონით დადგენილილ წესით.

კაკულიამ კომენტარი ქართული ოცნების ოფისში გააკეთა, სადაც შემხვედრა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შენობაში იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილიც.

“ჩვენი დიალოგი შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა ვიფიქროთ, რომ გვინდა დიალოგი იმ მოთხოვნებზე, რაც მათ დააყენეს.

ახლა ჩვენც უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ მათ მოთხოვნებთან მიმართებაში, მაგრამ როცა ბლოკირებას იწყებ კონსტიტუციური შენობის, შენ უკვე თავისთავად სპობ იმ გზას, რომელიც დიალოგისკენ მიმდის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ეს დიალოგი. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი აგრესიული ხალხიც არ უნდა იდგეს დღეს იქ, ჩვენ საბოლოო ჯამში გვაქვს მაინც გამოსავალი, ვიპოვოთ ერთმანეთთან მიმავალი გზები. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს.

სანამ იქნება ბლოკირების თემა, ამის დაშვება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ვინც ამას აკეთებს, ის, ერთი მხრივ, საუბრობს იმაზე, რომ არის თემები, რომელზეც უნდა შედგეს გარკვეული ტიპის დიალოგი და მეორე მხრივ, ჭრის ამ გზას. ამიტომ ბლოკირების თემა უნდა მოიხსნას, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევში, ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც კანონში წერია”, – თქვა რომან კაკულიამ.

სიახლეები

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა 2022 წლის 29 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდნას 8...

უილსონი-ოცნება “სიძულვილის ქადაგების” შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნება "სიძულვილის ქადაგების" შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამ პრორუსულ,...

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი,...