მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან ქვიშის ტომრების მიტანის უფლება არ მისცა

პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან ქვიშის ტომრების მიტანის უფლება არ მისცა

Published on

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომიტინგეებს და ოპოზიციონერებსა და პოლიციას შორის კამათი მოხდა. მიზეზი ქვიშის ტომრები იყო, რომლის შეტანაც აქციის მონაწილეებს სურდათ იმ ტერიტორიაზე, სადაც პიკეტს აწყობენ. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას თქმით ქვიშის ტომრები კარვების გასამაგრებლად სურდათ, თუმცა პოლიცია მათ შეტანის უფლებას არ აძლევდა. უგულავას თქმით ამის გამო სავარაუდო იყო, რომ ისინი კარვების დაშლას გეგმავდნენ.

პოლიციის წარმომადგენლების თქმით ტერიტორიაზე დასაშვები იყო შეშის ტომრების შეტანა, თუმცა არა ქვიშის. მათ მიზეზად უსაფრთხოების ზომები დაასახელეს, თუმცა უფრო კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებიათ.

აქციის მონაწილეებმა კორიდორი შექმნეს და ტერიტორიაზე ქვიშის ტომრების შეტანა მაინც მოახერხეს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...