მთავარისიახლეებიპოლიტიკაპატრიოტთა ალიანსმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია რესპუბლიკის მოედანზე გამართა

პატრიოტთა ალიანსმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია რესპუბლიკის მოედანზე გამართა

Published on

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე მასშტაბური აქციის პარალელურად პარტია პატრიოტთა ალიანსი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია რესპუბლიკის მოედანზე გამართა.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მიმართა. მანამდე ინაშვილმა უწყვეტი აქციების დაწყება დააანონსა.

როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო და შემდეგი აქცია ფართომასშტაბიანი იქნება არა მხოლოდ, თბილისში არამედ, სხვა დიდ რეგიონებში.

“ზეგ უკვე ტელევიზორით შეგატყობინებთ, არის ნიუანსები. 23-ში გვინდოდა აქცია, მაგრამ იმათაც უნდათ, 23-ში აქცია და ახლა კვლავ იქნება ყველანაირი ხელშეშლა, ეს რომ არ მოხდეს. ამიტომ, რაღაც სხვა გეგმას შევიმუშავებთ, ხვალ და ზეგ გაგაგებინებთ ტელევიზიით. ზოგადი გეგმა არის, რომ ყველა ქალაქში იქნება აქციები და დავასრულებთ თავისუფლების მოედნით” – აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...