მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდება რამდენიმე დღეში - ქეთევან ციხელაშვილი

გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდება რამდენიმე დღეში – ქეთევან ციხელაშვილი

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდება რამდენიმე დღეში.  ახლა ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს მის ოჯახს – ქალბატონ თამილას, მის ქალიშვილებს, რომლებიც მე გუშინ მოვინახულე. იგი დაუბრუნდება მის პროფესიულ საქმიანობას, რომელსაც ასრულებს ყოველთვის მაღალკვალიფიციურად. მკურნალობდა როგორც ოს, ისე აფხაზ პაციენტებს.  მას აქვს ჰიპოკრატეს ფიცი დადებული, დარწმუნებული ვარ ადამიანური ღირსებისა და მოქალაქეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე,  რომ ძალიან მალე შეძლებს ამ საქმიანობის გაგრძელებას.  
ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ჩვენ რამდენიმე არხით გვაქვს ეს ინფორმაცია მიღებული. მათ შორის მათი მხრიდანაც, რომელსაც რეგულარულად ვამოწმებთ ცხელი ხაზით.
მე ვერაფრით ვერ გეტყვით ახლა რომელი წყაროებით და როგორ, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც განცხადებას ვაკეთებ ამის საფუძველი მაქვს. ცხადია, ჩვენი ძალისხმევა მთლიანად მიმართულია ახლა იმისკენ, რომ ბატონი ვაჟა იქნეს მალე გათავისუფლებული. დღეს ის ფაქტობრივად ერთგვარი სიმბოლოა იმისა, თუ რა მთავარი გამოწვევა აქვს ქვეყანას და  რა უნდა დავძლიოთ აუცილებლად.
მე ბატონი ვაჟას მიმართ გამოვხატავ ძალიან დიდ  პატივისცემას, მას და მის ოჯახს მადლობას ვუხდი გამძლეობისათვის. ეს არ არის  მარტივი.
ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური ექიმი. არაერთხელ გაუწევია პაციენტებისთვის დახმარება თბილისში, როდესაც ისინი გადმოდიან. დარწმუნებული ვარ დღეის მერეც ისიც და მისი კოლეგებიც, რომლებიც ძალიან სამართლიანად არიან აღშფოთებულები ამ გაუგონარი მოქმედების გამო, მომავალშიც გააგრძელებენ კეთილსინდისიერად პაციენტების მკურნალობას, მიუხედავად მათი ეთნიკურობის. ეს მათ თავად თქვეს. ეს არის ჩემთვის საპატივცემულო ხალხი და რა თქმა უნდა ექიმებს არ გააჩნიათ საზღვრები მით უფრო არ არსებული საზღვრები საკუთარ ქვეყანაში“ – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
გუშინ სახელმწიფო მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა და დეტალურად გააცნო ის სამუშაოები რასაც სახელმწიფო ექიმის გასათავისუფლებლად აკეთებს.

სიახლეები

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა 2022 წლის 29 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდნას 8...

უილსონი-ოცნება “სიძულვილის ქადაგების” შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნება "სიძულვილის ქადაგების" შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამ პრორუსულ,...

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი,...