მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გადამგდები უნდა გადავაგდოთ"... ეს არის ხალხის განწყობა და ივანიშვილი მას ვერანარი ძალას...

“გადამგდები უნდა გადავაგდოთ”… ეს არის ხალხის განწყობა და ივანიშვილი მას ვერანარი ძალას ვერ დაუპირისპირებს”- ბაჩუკი ქარდავა

Published on

“დღეს ერთიანია პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების განწყობა. შეგნებულად მოვედი დღეს ტაქსით და მძღოლმა თანხა არ გადამახდვინა და მომაძახა – ეს არის ჩემი პატარა წვლილი, რომ იქნებ ქვეყანა გადარჩეს. ეს არის ხალხის განწყობა და ივანიშვილმა უნდა იცოდეს რომ ხალხი განწყობას ვერანაირ ძალას ვერ დაუპირისპირებს. ქართული საზოგადოება შიმშლის არასოდეს გამოუყანია ქუჩაში, ეს ადამიანები მხოლოდ ღირსების შელახვას გამოყავდა გარეთ და ივანიშვილმა ადამიანების ღირსება შელახა. მთელი ეს დღეები პოლიტიკური პარტიები ვიკრიბებით და ვმსჯელობთ, როგორი უნდა იყოს ტაქტიკა და ა.შ. მარგამ მთავარი ტაქტიკა და მოთხოვნა გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, რაც არის ხალხისგან წამოსული – “გადამგდები უნდა გადავაგდოთ”.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ბაჩუკი ქარდავას თქმით, ეს არის ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომის პირობებში ახალი ცენსტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებული.
“ამ მოთხოვნებს თუ გადავხედავთ ნახავთ, რომ ჩვენი ამოცანა არის ის რაც ხალხს სურს – ბიძინა ივანიშვილის ხლეისუფლებიდან გაშვება. ერთადერთი რაც ივანიშვილს აიძულებს მეტნაკლებად ადექვატური გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არის ხალხის ძალა. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ რადიკალური ნაბიჯების მოთხოვნა არის ხალხში და ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ხალხს სურს” – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მისივე თქმით, “დღეს ძირითადი გადაწყვეტილებები მიიღება ქუჩაში, მიიღებს ხალხი და მას განახორციელებს პარლამენტი”.

სიახლეები

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა 2022 წლის 29 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდნას 8...

უილსონი-ოცნება “სიძულვილის ქადაგების” შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნება "სიძულვილის ქადაგების" შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამ პრორუსულ,...

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი,...