მთავარისიახლეებისაზოგადოება„საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ - ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და...

„საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ – ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა ზუგდიდში შეხვედრა გამართა [Video]

Published on

ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრმა ზუგდიდში, სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ მასტერკლასები გამართა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები საზოგადოებისთვის ცნობილ ექსპერტებს შეხვდნენ, აქტუალური თემების გარშემო დისკუსიები გამართეს და დებატების წარმართვის და საჯარო გამოსვლების სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა.

მასტერკლასებს გაუძღვნენ ჭავჭავაძის  ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი ზაზა ბიბილაშვილი,ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე, მედიაფსიქოლოგი  მარიამ გერსამია, პროფესორი კორნელი კაკაჩია.

სამოქალაქო ჩართულობის პროექტი „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ ხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში. შერჩეული მონაწილეები დაესწრებიან ლექციებსა და მასტერკლასებს შემდეგ სფეროებში: საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები; რატომ დასავლეთი? – ღირებულებები, ვალდებულებები/პასუხისმგებლობები და ისტორიული პერსპექტივა; გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ცვალებადი გამოწვევები; ევროკავშირი, დემოკრატიული ინსტიტუტები და მდგრადი განვითარება; კანონიერება და მართლწესრიგი – ქართული მართლმსაჯულების ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავალი; ეკონომიკური პოლიტიკა – როგორ წავახალისოთ სწრაფი და სოციალურად პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური ზრდა; მედიაფსიქოლოგია, ინფორმაციული წიგნიერება და სამოქალაქო განათლება; კულტურა და იდენტობა; დონორებთან ურთიერთობა; საჯარო გამოსვლები და დებატების ხელოვნება პროექტი კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...