მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა- ირაკლი ოქრუაშვილი

პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა- ირაკლი ოქრუაშვილი

Published on

ირაკლი ოქრუაშვილი საზოგადოებას რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ყველა ჩვენთაგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა.

“დარწმუნებული ვარ, გუშინწინდელი კენჭრისყრის შემდეგ საქართველოში აღარ დარჩა ადამიანი,რომელსაც ოდნავ მაინც ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი თაღლითი, მატყუარა და ვირეშმაკა პოლიტიკოსი.
თვით მისი მხარდამჭერებიც კი, მის გუშინწინდელ თაღლითობას მის ნიჭს მიაწერენ ,როგორ ყოველთვის , თუ როგორ ოსტატურად მოატყუა ოპოზიცია და ქართველი ხალხი.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპრციული წესით ჩატარება ნიშნავდა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას, სიღარიბის შემცირებას, ქვეყნის ხალხისაგან დაცლის შეჩერებას და ბევრ სხვა კარგ რამეს.

მის დაპირებაში ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადეთ. “გავრილოვის ღამეს” მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს, ბევრს ტყვია და ხელკეტი მოხვდა, მე და კიდევ 18 ადამიანს ციხის ფასად დაგვიჯდა მისთვის ამ დანაპირების “გამოგლეჯა” .

მე ჩემი ფასის გადახდის , ციხეში მოხვედრის გამო ერთი წუთით არ მინანია, იმიტომ, რომ ვთვლიდი პროპორციული არჩევნები ჩემი და ყველას შვილებისათვის, ქვეყნისათვის უკეთეს მომავალს ნიშნავს.

ივანიშვილის გუშინწინდელმა თაღლითობამ ყველას ჩვენ ქვეყნის მომავალი მოგვპარა.
თუ ვინმე ოდნავ მაინც წუხს ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე, შვილების კეთილდღეობაზე, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულში მიაქანებს და ჩვენ ყველას არამარტო შეგვიძლია, არამედ მოვალეობაც გვაქვს ამას ხელი შევუშალოთ.

კვირას 17 ნოემბერს და არამარტო კვირას , ხანგრძლივად რამოდენიმე დღის განმავლობაში , ყველა ჩვენთაგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა.

ის,ვისაც ამის გათავისება და ამ საქმეში მონაწილეობა არ სურს, მას არ ესმის და არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი.

ან ახლა შევძლებთ ყველა ერთად დგომას და გამარჯვებას, ან დავდგებით საბედისწერო არჩევანის წინაშე -სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას.
შემდეგ, ვაი-ვიში- გვეშველება თუ არა რამე – არაფრის მომცემი აღარ იქნება” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

სიახლეები

ზელენსკი- ვხედავთ გზავნილებს, რომ ტრამპი და აშშ ომის დასრულებამდე ჩვენ გვერდით იქნებიან

Fox-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხეს, გაკვირვებულია თუ არა ტრამპის ბოლო გზავნილით, რომ...

თესალონიკში მოქმედმა საკვირაო სკოლამ გიორგი კეკელიძისგან 200 წიგნი საჩუქრად მიიღო

20 სექტემბერს, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში მოქმედი ქართულ-ბერძნული დიასპორული ასოციაციის „თერგის“ (ხელმძღვანელი ია ხუროშვილი) ბაზაზე...

მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს – 27 საელჩოს განცხადება

მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის...

მიხეილ ყაველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის კომუნიკაცია შედგა – ტალიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიწვევით დაესწრო ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის და...