შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია საქართველოში მოწოდებს თბილისში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, 17 ნოემბერს თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და გადაადგილებისას გამოიჩინონ სიფრთხილე, ამასთან, უთითებს ცხელი ხაზის ნომერს, რომელიც სადღეღამისო რეჟიმში იმუშავებს.
დიპლომატიური მისიის განცხადება 17 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის დაანონსებას მოჰყვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება:
“ქალაქში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომები და შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
ინტერესთა სექცია საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, რომ 17 ნოემბერს თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ექსტრემალური საჭიროებიოს შემთხვევაში კი დარეკონ სადღეღამისო ცხელ ხაზზე სექციაში: +995 (32) 291-24-53.