მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს თვლიან

არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს თვლიან

Published on

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა ინიცირება, რასაც საბოლოო ჯამში დაახლოებით 3 თვე დასჭირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართული ოცნების” ნაბიჯს ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის წართმევად განიხილავენ.

“ხელახლა უნდა დაიწყოს პროცედურები დაახლოებით 3 თვე დასჭირდება ამას, იქამდე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ დეპუტატებმა,რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გადაწყვეტილებას – აცხადებს კონსტიტუციონალისტი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, შექმნილი კრიზისის დასაძლევად:

“ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, შექმნილი კრიზისის დასაძლევად მით უფრო რომ ვხედავთ, უმრავლესობაც ძალიან დასუსტებულია და თითქმის დაშლილი,”- აღნიშნა თამთა მიქელაძემ.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ და ხელისუფლებამ საზოგადოებას სერიოზული დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა მოუკლა:

“უმრავლესობამ და ხელისუფლებამ საზოგადოება მოატყუა და სერიოზული დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა მოუკლა. ხელახლა მოახდინონ ინიცირება და პოლიტიკური ნება და საშუალება გამოიძებნოს იმისა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავიდეს ქვეყანა ეს იქნებოდა ყველაზე ადეკვატური, კრიზისის განმუხტვის მიზნით, ივანიშვილის მხრიდან,”- აღნიშნა ბენიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ამ პროცესს პროტესტი მოჰყვა, როგორც ოპოზიციაში, ასევე უმრავლესობაშიც. იმის გამო, რომ მმართველმა გუნდმა, როგორც საკუთარი მოსახლეობისთვის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული პირობა ვერ შეასრულა, უმრავლესობის რიგები 9 დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის არიან  მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე. ამ შედეგით პარლამენტის თავმჯდომარე პირველი მოადგილის, 3 საპარლამენტო კომიტეტი კი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...