მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაოკუპაციო ძალებს მე-5 დღეა ცხინვალში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჰყავთ გატაცებული

საოკუპაციო ძალებს მე-5 დღეა ცხინვალში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჰყავთ გატაცებული

Published on

რუსულ საოკუპაციო ძალებს მე-5 დღეა, ექიმი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ვაჟა გაფრინდაშვილი ჰყავთ გატაცებული. 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს, “რესის” ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით არის დაკავებული.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. 

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

სიახლეები

ნიკო კვარაცხელიას დედა-მეც ქუჩაში გამოვდივარ

ბევრს ვთხოვდი ღმერთს რომ ჟამი ქუჩაში გამოსვლისა არ დამდგომოდა, მაგრამ დამიდგა - თბილისში მოკლული...

უკრაინამ შორსმფრენი დრონებით იერიში რუსეთის სიღრმეში, საზღვრიდან 1 750 კილომეტრზე მიიტანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) არსებულმა წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ უკრაინამ მოქმედების შორი რადიუსის მქონე დრონებით რუსეთის კომის ოლქში მდებარე...

“არ ვიცი სად არის, არ შემხმიანებია, მაგრამ სჯობდა, შემხმიანებოდა” – გვარამია გილაურზე

ტვ პირველის გადაცემაში "რეაქცია" ნიკა გვარამიამ პასუხი გასცა შეკითხვას, სად გაქრა ნიკა გილაური: "არ ვიცი,...

რატომ დაიხურა “მთავარი არხი”? – ნიკა გვარამია დეტალებზე ალაპარაკდა

"ახალისა" და "მთავარი არხის დამფუძნებელი" ნიკა გვარამია, რომელიც საპატიმროდან 12 თებერვალს გათავისუფლდა, "მთავარი არხის"...