მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილი: ახლა ასეთი ხელაღებით შეტევა ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუტზე, არის სრულიად მიუღებელი

მიხეილ სააკაშვილი: ახლა ასეთი ხელაღებით შეტევა ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუტზე, არის სრულიად მიუღებელი

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში, ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა

ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ეკლესიის თემა, ეროვნულობის თემა, რწმენის თემა, პროორუსულ ჯგუფებს, არაფერ შუაში არ არის რუსეთი და ჩვენი ეკლესია მე, ბევრ ადამიანთან ერთად, ბევრი რამე გავაკეთე, რომ რწმენა განმტკიცებულიყო. ეკლესია ჩემს დროს გაძლიერდა და ამით ვამაყობ, ჩემს პირად მიღწევად მიმაჩნია- ასეთია მოკლედ მისი ინტერვიუს ამ ნაწილის თეზისები

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ეკლესია დარჩეს პატრონის გარეშე იმიტომ, რომ მისი მთავარი მიზანი სწორედ ეკლესიის ხელში ჩაგდებაა.

საქართველოს ეკლესიის პატრონი არის მისი უწმინდესობა, პატრიარქი. ივანიშვილს არ უნდა, რომ ეკლესიას ჰყავდეს პატრონი, იმიტომ რომ უპატრონო ეკლესიას ეპატრონება ეშმაკი. ეშმაკი არის ამ შემთხვეში ივანიშვილი. მას უნდა, რომ ეკლესია პარტონის გარეშე დარჩეს და თვითონ დაეპატრონოს.

ეს ჩემთვის ემოციურად მძიმე საკითხია, ვერ იქნები მხოლოდ გარეშე დამკვირვებელი, მე ვარ ამ ეკლესიის შვილი, მე ვარ ადამიანი, ვინც ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, ბევრი რაღაცა გავაკეთეთ იმისთვის, რომ რწმენა განმტკიცებულიყო, იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები გაძლიერებულიყო – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა

თუ ვიღაცას უნდა ამის ბოროტად გამოყენება, თუ ვიღაცამ ვიღაცის ინტერესებში იმოქმედა, ესეც მოჰყვება, ყველა დადებით პროცესს რაღაც ჭუჭყი მოჰყვება, მაგრამ ახლა ასეთი ხელაღებით შეტევა ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუტზე, ამის გავრცობა ზოგადად რწმენაზე, ზოგადად მორწმუნე ადამიანების გაქილიკება და აბუჩად აგდება, ეს არის სრულიად მიუღებელი, რადგან ეს არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ეკლესიის თემა, ეროვნულობის თემა, რწმენის თემა, პროორუსულ ჯგუფებს, არაფერ შუაში არ არის რუსეთი და ჩვენი ეკლესია

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...