სათუო ხდება, შეასრულებს თუ არა ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობას

0
508

პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავენ, ერთი მათგანი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე – ოპოზიციის მიერაა ინიცირებული.

ოპოზიცია თავის კანონპროექტში ნულპროცენტიანის ნაცვლად, სამპროცენტიანი ბარიერის ამოქმედებასა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებ იმ დათმობაზეც მიდიან, რომ მხარი დაუჭირონ “ოცნების” კანონპროექტსაც, რადგან მათი თქმით, ოპოზიციისა და საზოგადოების მონაპოვარი სწორედ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა.

“ქართული ოცნების” მიერ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით კი, რომელსაც 93 დეპუტატი აწერს ხელს, პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

კარგა ხანია სათუო ხდება, შეასრულებს თუ არა ქართული ოცნება” პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობას.

,,თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ, ნორმალური ხელისუფლება არ გვეყოლება, ვთვლი, რომ პრაქტიკულად არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს ცვლილებებს, მაგრამ შესაძლებელია კანონპროექტს მათ მხარი დაუჭირონ, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ. შინაგანად ამ პროექტს მხარს არავინ უჭერს. მე გუნდური მოთამაშე ვარ, მაგრამ როდესაც არის სერიოზული საკითხები გადასაწყვეტი მხოლოდ ჩემს გონებას და გულს ვუსმენ. ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. იმედი მაქვს, რომ 30-40 მაჟორიტარი არ დაუჭერს მხარს და პროექტი ჩავარდება. ყველამ უნდა გაიაზროს რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა, თუ გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. 2021 ან 2022 წელს აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება”, – განაცხადა დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატი ოქრიაშვილმა, სესიის დაწყებამდე, სესიის დაწყების შემდეგ კი დისკუსია მუშტი-კრეივსადა ლანძღვა -გინებაში გადაიზარდა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებასთან დალავშირებით განაცხადა: . განცდა მაქვს, რომ უმრავლესობის წევრებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა არ უნდათ და მიზეზს ეძებენ. ძაღლი ხმამაღლა მაშინ ჰყეფს, როცა ეშინია,”, მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატები დღეს თავს „ძალით იბრაზებენ”.

„ღიად იკითხება, ძალით რომ თავს იბრაზებ, მიზანი არის ჩაშლა, რადგან ამ სხდომაზე უნდა გამოვიდეს კონსტიტუციური კანონპროექტი. ველოდებით კენჭისყრას. ჩემი ინტუიცია არ მღალატობს ხოლმე, განცდა მაქვს, რომ კენჭისყრა არ უნდათ უმრავლესობის წევრებს და მიზეზს ეძებენ. ის, რაც ახლა ჩანს, ძალით გაბრაზება, კუნთებზე ყურება და ძველბიჭური ქცევები ძალიან არასერიოზულად გამოიყურება, რადგან როცა ხელისუფლებაში ხარ მეტი სიდინჯე და თვითდაჯერებულობა უნდა გქონდეთ. ერთი ბრძნული გამოთქმაა-ძაღლი ხმამაღლა მაშინ ჰყეფს, როცა ეშინია”,- განაცხადა ეკა ბესელიამ  

როგორც ელენე ხოშტარიამ  სხდომაზე განაცხადა, „ევროპული საქართველო“ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა დამტკიცდეს, პოლიტიკურ განცხადებებს აღარ გააკეთებს. ეს გადაწყვეტილება ცვლილებების დამტკიცების ჩაშლის საფრთხის გამო მიიღეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, უნდა შევასრულოთ დანაპირები, რომელიც მივეცით ხალხს, მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილება და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, რასაც ჩვენ დილიდან ვუყურებთ, ნამდვილად აჩენს ეჭვებს, რომ მიმდინარეობს მცდელობა ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების ჩაშლის.

აქედან გამომდინარე, მყარად ვაფიქსირებთ, რომ არავის მივცემთ საშუალებას და საბაბს, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილება შეფერხდეს და ამიტომ „ევროპული საქართველო“ ხსნის დარჩენილ პოლიტიკურ განცხადებებს და ველოდებით კენჭისყრას პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა  ელენე ხოშტარიამ

წინა სტატიათინათინ ბოკუჩავა: მუშტი-კრივი არ არის მეთოდი, რითიც პარლამენტარები უნდა გამოხატავდნენ მოსაზრებებს სხდომათა დარბაზში
შემდეგი სტატიაიუნიორებში ჯიუ-ჯიცუს ჩემპიონატში ქართველებმა 9 ოქრო, 6 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური