მთავარისიახლეებისაზოგადოებამაკო გომურს, ომარ სეხნიაშვილს და მირზა ლიპარტელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

მაკო გომურს, ომარ სეხნიაშვილს და მირზა ლიპარტელიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

Published on

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება მიღებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ.

„გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობას, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის  შესახებაც  საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...