მთავარისიახლეებისაზოგადოება"არ გაბედო კანონის ჩაგდება"- პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები აქციას მართავენ

“არ გაბედო კანონის ჩაგდება”- პარლამენტთან მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები აქციას მართავენ

Published on

საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, დღევანდელ პლენალურ სხდომაზე გამოჩნდა, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას არ გეგმავს.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ბანერები გამოფინეს წარწერით: “არ გაბედო კანონის ჩაგდება”, “შეასრულე მოცემული პირობა” და სხვა.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდით იმას, თუ რა უმსგავსო და სამარცხვინო პროცესები მიმდინარეობა საქართველოს პარლმენტში. დღეს „ქართული ოცნების“ მმართველმა ელიტამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ისინი არ აპირებენ პროპორციული არჩევნების მარტივად მიღებას და საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უნდა მიაყენონ უფრო დიდი შეურაცხყოფა. ჩვენ დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ სირცხვილია, რომ ჩვენ თავს არ დავხრით, არ შევეგუებით იმას, რასაც ისინი დღეს პარლამენტში აკეთებენ და რაც მთავარია, ყოველდღე გავაგრძელებთ, სანამ პროპორციულ არჩევნებს არ მივიღებთ იმ სახით, რა სახითაც მათ პირობა დადეს, რომ პროპორციული არჩევნები გვექნებოდა ჩვენი აქციებიდან 5 დღის თავზე,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...