მთავარიUncategorized,,ქართული ოცნების’’ პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოს შეუმდგარი სახელმწიფოსკენ მიაქანებს - მამუკა ხაზარაძე

,,ქართული ოცნების’’ პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოს შეუმდგარი სახელმწიფოსკენ მიაქანებს – მამუკა ხაზარაძე

Published on

,,ჯორჯ კენტის განცხადება არის დასტური ძალიან მაღალი ტრიბუნიდან იმისა, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ მიტაცებული აქვს მართლმსაჯულება, სახელმწიფო და მიაქანებს ქვეყანას შეუმდგარი სახელმწიფოსკენ, რომელიც ვერასდროს დაამარცხებს სიღარიბეს, უსამართლობას, ოკუპაციას და ვერასდროს გახდება განვითარებული, თანამედროვე და თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ეს პოლიტიკური ტერორიზმია! – ასე აფასებს მამუკა ხაზარაძე ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ კენტის განცხადებას.

ჩვენ თანდათან გავხდებით არასასურველი პარტნიორი დასავლეთისთვის და ერთადერთ გზად დარჩება რუსეთი.”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საიტზე გამოქვეყნდა აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის დაკითხვის სტენოგრამა , სადაც აღნიშნულია:

„საქართველოს და უკრაინას ორივეს ნატოში გაწევრიანება სურთ. ორივე მილიარდობით დახმარებას იღებს აშშ-სგან, თუმცა არსებობს სერიოზული პრობლემა- ეს არის ზემოხსენებული ქვეყნების სათავეში მყოფი ხალხი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას ოპონენტების დევნისთვის იყენებს“.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...