მთავარისიახლეებისამართალიფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ პირებს ბრალს ოფიციალურად...

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ პირებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ [Video]

Published on

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად დაკავებულ პირებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად ორი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელე, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა, წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. მანამდე ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოში იმყოფებოდნენ.

მათ ახლობლებსა და მეგობრებს არ სჯერათ ბრალდების, რომლითაც დაკავებულებს ედავებიან და იმედს გამოთქვამენ, რომ ყველაფერი გაირკვევა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა ოთხი პირი,   რომელთაგანაც: სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...