მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მოვიდა დრო, რომ სიყვარული საქმით დავამტკიცოთ,, - მეუფე გერასიმე

,,მოვიდა დრო, რომ სიყვარული საქმით დავამტკიცოთ,, – მეუფე გერასიმე [Video]

Published on

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს თქმით, დროა პატრიარქის სიყვარული და პატივისცემა საქმით დავამტკიცოთ.,,სულ ვამბობთ და ახლა დროა საქმით დავამტკიცოთ, ჩვენი პატრიარქი ამას იმსახურებს,, – განაცხადა მეუფე გერასიმემ. მისი თქმით, დღევანდელი მსვლელობა ბოლოდროინდელი მოვლენების გამოხმაურებაცაა. პატრიარქის ღვაწლი უნდა იყოს დაფასებული,, – განაცხადა მან. მეუფე გერასიმეს ლოცვა- კურთხევით დაიგეგმა დღეს ზუგდიდში პატრიარქის მხარდასაჭერი მსვლელობა, რომელშიც სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები მონაწილეობენ.მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც ამ წუთებში მეუფე გერასიმე სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისს ატარებს.

მსვლელობა საინიციატივო ჯგუფის მიერ 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ დაიგეგმა და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომაზე ჭყონდიდისა და მარტვილის მეუფე პეტრე ცაავას მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერდა.მეუფე პეტრემ საპატრიარქო მამათმავლობის მფარველობაში დაადანაშაულა.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...