მთავარისიახლეებისაზოგადოება„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის ჩვენებაზე მისულებს პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის ჩვენებაზე მისულებს პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს [Video]

Published on

ბათუმში, კინოთეატრთან, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ, ფილმის ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

ფილმის დაწყებამდე კინოთეატრ „აპოლოში“ შემსვლელებს პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს, ისმოდა მცირე აფეთქების ხმა.

ფილმის ჩვენებიდან გამოსული მაყურებელი ყვება, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ აქციის მონაწილეებს და ფილმში მიუღებელი არაფერი ხდება. „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სამი პირი დააკავა.პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში.ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.„აპოლოში“ ფილმის ჩვენება 9 ნოემბერსაც გაიმართება.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...