მთავარისიახლეებისაზოგადოებაC ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებლი დაბალია

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებლი დაბალია [Video]

Published on

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ მკურნალობა მხოლოდ 40-მა პროცენტმა დაასრულა.ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია,თუმცა ექსპერტებიც და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ მიმართვიანობის ამ ტემპებით 2020 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არ გამორიცხავენ, რომ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით ადამიანი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩეს.C ჰეპატიტის ვირუსის მაღალი პრევალენტობის გამო, საქართველო შეარჩიეს ერთ-ერთ საპილოტე ქვეყნად. ქვეყანა უსასყიდლოდ იღებს ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს ყველა პაციენტისთვის, ვირუსის სრული ელიმინაციის მიზნით.C ჰეპატიტის და  აივ ინფექციის დაავადების გავრცელების კუთხით სამეგრელო კვლავ სამეულშია.„ჯანმრთელობის კვლევის კავშირი“ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის ინიციატივით გამოდის, რათა პროგრამაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. ორგანიზაციის წარმომადგენელი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 4-დან სამმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ დაავადებულია C ჰეპატიტით; „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ მონაცემებით, საქართველოში C ჰეპატიტზე მკურნალობა  55 ათასმა მოქალაქემ გაიარა, რომელთა განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აღწევს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებლი დაბალია

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...