მთავარისიახლეებისამართალიწინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჟურნალისტზე სპეციალურად დაგეგმილი თავდასხმა მოხდა - ნიკა ვაჩეიშვილი...

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჟურნალისტზე სპეციალურად დაგეგმილი თავდასხმა მოხდა – ნიკა ვაჩეიშვილი [Video]

Published on

დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ტელე-რადიო კომპანია „ოდიშის“ გადაცემა „რეალობის“ წამყვანის, ჟურნალისტ ლევან თორიას, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ლევან თორიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული. თბილისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა ვაჩეიშვილი განმარტავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჟურნალისტზე სპეციალურად დაგეგმილი თავდასხმა მოხდა. „აბსურდის თეატრი“, – ასე აფასებს თავად ლევან თორია მიმდინარე პროცესს და დასძენს, რომ „ მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით, რაც ადასტურებს პროკურატურის მხრიდან პოლიტიკურ დაინტერესებას“,- აცხადებს თორია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ და მათ დაადასტურეს, რომ ლევან თორია თავდაცვით მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომდევნო სასამართლო პროცესი 21 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...