რას შეეწირა განათლების მინისტრის სკამი და დაიჭერენ თუ არა ბატიაშვილს

0
501

ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ მიხეილ ბატიაშვილის მინისტრის სავარძელი სწორედ აღნიშნულ რეზონანსულ საქმეს შეეწირა.

შენგელია დარწმუნებულია, რომ მინისტრის გადაყენება გარდაცვლილი პედაგოგის შვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ სარჩელს უკავშირდება.

ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ბატიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებით სამართლიანობა არ აღდგენილა. ია კერზაიას შვილი ამბობს, რომ უკანონო დავალება, რომელსაც საბოლოოდ დედამისის სიცოცხლე შეეწირა, დღევანდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაცემულია და მან ამის გამო პასუხი უნდა აგოს.

“გუშინ სტრასბურგში დარეგისტრირდა სარჩელი – შენგელია საქართველოს წინააღმდეგ. მე, ბატიაშვილის გადადგომას სწორედ ჩვენს საქმეს ვუკავშირებ. ჩემი ინფორმაციით, განათლების უკვე ყოფილი მინისტრის გადადგომა რამდენიმე თვეა მზადდება, მას შემდეგ რაც მან ივლისში ია კერზაიას საქმეზე ჩვენება მისცა პროკურატირას, სადაც მან ჩადენილი დანაშაული პრაქტიკულად დაადასტურა და თქვა, რომ ის მის თანამშრომლებს ენდო და ია კერზაიას საქმე მას პირადად არ გადაუწყეიტია, ანუ მან ყველაფერი საკუთარ თანამშრომლებს დააბრალა, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან სუს-თან და გიორგი გახარიასთან. ისინი ასრულებდნენ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ დირექტივებს. ბუნებრივია ბატიაშვილს მსგავს ჩვენებას არავინ აპატიებდა. სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი იყო ის ბოლო წვეთი, რომელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა მოქმედ ხელისუფლებას. გაუშვეს მინისტრი, რომელიც დამნაშავეა ამ საქმეში და ამას დოკუმენტალურად ვადასტურებ.

“ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ მთავრობაში არ გააჩერა მინისტრი, რომელიც დამოკლეს მახვილივით იყო ამ მთავრობისთვისაც კი. ის გაუშვეს ია კერზაიას საქმის გამო”- უთხრა “ნიუპოსტს” ბაჩანა შენგელიამ.

გარდაცვლილი პედაგოგის შვილს არ აქვს მოლოდინი, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ბატიაშვილის სამართლებრივი საკითხი დადგება.

“რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ დადგება, რადგან ბატონი გახარიაა ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი -მისი გაცემულია ეს დავალება და ბუნებრივია, მათ არ აწყობთ განსასჯელის სკამზე მყოფი ბატიაშვილი, რომელიც იტყვის, რომ გახარიამ მისცა ეს დავალება”- დასძინა შენგელიამ.

ცნობისთვის, ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ ევროსასამართლოში სარჩელი დაარეგისტრირა

წინა სტატიაოჯახის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 28 წლის ზაქრო ბუთხიზი გაიტაცეს.
შემდეგი სტატიამიხეილ ბატიაშვილი იმედოვნებს, რომ მის თანამდებობიდან გადადგომას პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური