კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ შეურაცხადი და ჰიპერ-ფანატიკური იმპიჩმენტი დაიწყეს – ტრამპი

0
456

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცესს ლუიზინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გამოეხმაურა და ოპონენტები ამერიკული დემოკრატიის დამხობაში დაადანაშაულა.

აშშ-ს პრეზიდენტმა იმპიჩმენტს “კუდიანებზე ნადირობა” უწოდა.

“კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ დაიწყეს შეურაცხადი, ბოდვითი და ჰიპერ-ფანატიკური იმპიჩმენტი, კუდიანებზე ნადირობა,” – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ საჯარო მოსმენები მომავალი კვირიდან დაიწყება. თეთრი სახლის ლიდერმა მოსმენების გამო საარჩევნო კამპანია შეწყვიტა და მთავარობის წევრებთან იმპიჩმენტის წინააღმდეგ მუშაობა გააძლიერა.

წინა სტატიამიხეილ ბატიაშვილი იმედოვნებს, რომ მის თანამდებობიდან გადადგომას პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება
შემდეგი სტატიამოხსნეს, საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ?! – გოცირიძე ბატიაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური