მთავარისიახლეებისამართალი„შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“- ბაჩანა შენგელიამ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“- ბაჩანა შენგელიამ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

Published on

სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“ – ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილის

ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, „დღევანდელი ძალადობრივი რეჟიმის მთავარი ამოცანა საკუთარი არსებობის გახანგრძლივებაა და სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის მიმართული ეს სარჩელი“. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მთავრობა ევროსასამართლოსთვის „თავისი საცეცების მიწვდენას“ არ ეცდება.

„არც ერთი ინსტანცია, არც ერთი მინიმალური შანსი არ დაგვიტოვებია მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქმეზე სიმართლის დასადგენად. საპასუხოდ ყველა სახელმწიფო უწყებიდან ვიღებდით საქმის გაყალბების ხელშეწყობას, მოწმეებზე ზეწოლას, ტყუილებს, ცინიზმს, არაკომპეტენტურობას. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი შეთანხმებულად მოქმედებდა საქმის გამოძიების შესაწყვეტად, ფაქტების დასამახინჯებლად.

ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მეგობრების დახმარებით, პრაქტიკულად შიშველი ხელებით, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ლამის სისხლის ფასად ვცდილობთ საქმის მასალების მოპოვებას და სწორედ ასე მოპოვებული მასალები გავაგზავნეთ სტრასბურგში. ახლა ბოლო სიტყვა ევროპიდან უნდა გავიგოთ, სადაც იმედი მაქვს, ჩვენი მთავრობა არ ეცდება თავისი საცეცების მიწვდენას.

ჩვენ დღეს სახელმწიფო არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მთავარი ამოცანა არის საკუთარი არსებობის გახანგრძლივება. სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის ეს სარჩელი. საქართველოს წინააღმდეგ ბაჩანა შენგელია არასოდეს იქნება, მით უმეტეს ია კერზაია, რომელიც ზუსტადაც ქვეყნის სიყვარულს და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. მადლობა ყველას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს ბაჩანა შენგელია „ფესბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა. კერძოდ, ბაჩანა შენგელია, სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

სიახლეები

“უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რამშტაინის" ფორმატისა...

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა,...

რუსთავის ციხესთან ქალმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართეს

"დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი...

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...