მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის სხდომის ღია ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის სხდომის ღია ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის

Published on

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდის სხდომის ღია ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც მეუფე პეტრე მთავარ არხთან საუბარში ამბობს, ანტიმართლმადიდებლური საქციელი და ეკლესიის დისკრედიტაცია არ შეწყდება მანამ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება, რომ სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში, ე.წ ლაივში.

“ვინაიდან მე ვისმენ მღვდელმთავრების, სინოდის წევრების ბევრ სიცრუეს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, გამოვდივარ ინიციატივით, რომ მომდევნო სინოდის სხდომა ჩატარდეს ღია ეთერში. არის პრეცედენტი. კრეტის კრება ჩატარებულა ღია ეთერში. ე.წ ლაივში გადიოდა მთელი კრება რამდენიმე დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სანამ სინოდის სხდომა არ ჩატარდება ღია ეთერში და კამერები არ დაიდგმევა, “ეკლესიაში ჩაბუდებული ქვაბ-ავაზაკთა” ყოველთვის ეცდებიან საზოგადოების მოტყუებას”- ამბობს მიტროპოლიტი. 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...