მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია მონაზვნებმაც დატოვეს

მეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია მონაზვნებმაც დატოვეს [Video]

Published on

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ეპარქია დატოვა და თბილისში გამოემგზავრა. ყოფილ მიტროპოლიტთან ერთად რეზიდენცია იმ ოთხმა მონაზონმაც დატოვა, რომლებიც აქ წლების განმავლობაში მსახურობდნენ. 

“სადაც ჩვენი მოძღვარი იცხოვრებს, ჩვვენც იქ ვიქნებით,”- ასე უპასუხა იღუმენია თამარ გამყრელიძემ “კურიერს” კითხვაზე, თუ სად გააგრძელებენ ისინი ღვთისმსახურებას. 

“სამწუხაროა ყველასთვის, რომ მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს, ძალიან მტკივნეულია ეს ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტიპიკონი ჩვენი წესები მონასტრის და გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას,”- განუცხადა “კურიერს” მონაზონმა სოსანა ბოლქვაძემ.

მორჩილი ნინოს თქმით, ისინი არ დაესწრებიან ღვთისმსახურებას და ამ ფორმით გააპროტესტებენ მეუფე პეტრე ცაავასთვის მღვდელმთავრის სტატუსის ჩამორთმევას.

რეზიდენციის დატოვებამდე მეუფე პეტრე ცაავამ მედიასთან განაცხადა, რომ ის არ ნანობს არაფერს, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე, ილია II-ზე თქვა. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ელოდება, რომ შესაძლოა უსამართლობის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდეს და ამჯერად არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ის ეკლესიიდან მოკვეთონ კიდეც. ეპარქიის დატოვების დროს, ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში მან საქართველოს პრეზიდენტიც გააკრიტიკა და ფარისევლობაში დაადანაშაულა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...