მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრე: რაც ციანიდის საქმეზე იკადრა საპატრიარქომ, ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ...

მეუფე პეტრე: რაც ციანიდის საქმეზე იკადრა საპატრიარქომ, ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს [Video]

Published on

“

ვნახოთ, თვითონ რას მოიმოქმედებენ [მის შესაძლო განკვეთაზე]. მე, უბრალოდ, მინდა, გითხრათ, რომ საერთოდ ციანიდის სკანდალის შემდეგ, ანუ ის, რაც საპატრიარქომ იკადრა ციანიდის სკანდალზე და რასაც მე ვხედავ ანტიქრისტიანობას და ანტიქრისტეობას მათ შორის სასულიერო პირებისა თუ მაღალი იერარქებისგან, არაფერს არ გამოვრიცხავ, უბრალოდ, ნდობასაც კი არ ვუცხადებ მათ სივრცეს”ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს. მიტროპოლიტი მღვდელმსახურებიდან მას შემდეგ განაყენეს, რაც მან კათოლიკოს-პატრიარქი ილია II “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი” უწოდა. ამასთან, ის არ დაემროჩილა პატრიარქის ბრძანებას, მოსანანიებლად შიომღვიმეს მონასტერში წასულიყო. მიტროპოლიტი ჭყონდიდის ეპარქიაში, კერძოდ ინჩხურის მამათა მონასტერში წასვლას ითხოვდა. უცნობია, რითი უპასუხებს მის ამ ქმედებას საპატრიარქო

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...