მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, რომელიც თოფით დაჭრეს, მართვით სუნთქვაზეა

სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, რომელიც თოფით დაჭრეს, მართვით სუნთქვაზეა

Published on

კახეთის სოფელ მირზაანის რწმუნებულის, აკაკი თარაშვილის, შვილი, რომელიც 1 ნოემბერს სანადირო იარაღით დაჭრეს, რეანიმაციაშია მოთავსებული და ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. 

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, მამუკა კაპანაძის, თქმით, 31 წლის კობა თარაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა ის მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს. 

“რაც შეეხება ამპუტაციის საკითხს, ამის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას,”- ამბობს კაპანაძე მედიასთან. 

ექიმისვე თქმით, პაციენტს მარჯვენა ზედა კიდურზე ოპერაცია გუშინ გვიან ღამით ჩაუტარდა. 

სამართალდამცველებმა თარაშვილის დაჭრაში ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი მათ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ 1963 წელს დაბადებულმა პ.მ-მ, ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს” – აცხადებს შსს.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...

მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა – ვინ როგორ აფასებს ზარს და რას ამბობს საუბრის შინაარსზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ...

დააკავეს ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 13 წევრი – 7 არასრულწლოვანია

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების...

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...