მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,გეგა შენგელიამ დევნილებს საარჩევნოდ ცრუ დაპირებები მისცა,, - ანა წითლიძე

,,გეგა შენგელიამ დევნილებს საარჩევნოდ ცრუ დაპირებები მისცა,, – ანა წითლიძე [Video]

Published on

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, თავმჯდომარე ანა წითლიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს გეგა შენგელიას ცრუ დაპირებების გაცემასა და შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ,, გამოდი მაგ კაბინეტიდან, ფოტოებთან პოზიორობას მორჩი და ხალხს დანაპირები შეუსრულე,, -ასე მიმართა დეპუტატმა მერს დევნილთა ჩასახლებიდან, სადაც, როგორც წითლიძე ამბობს, დევნილებს საარჩევნოდ დაპირება მისცეს, რომ კორპუსებში არსებული საკანილაზაციო მილების პრობლემას მოუგვარებდნენ.

,,დაახლოებით ნახევარი წლის წინ იმყოფებოდა ბატონი შენგელია დევნილებთა, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც მათ ხმების სანაცვლოდ დაპირდა, რომ კანალიზაციი პრობლემას მოუგვარებდა, თუმცა, როგორც ხედავთ, ჟონავს პირველ-მეორე სართულზე კანალიზაციის მილიდან. აქ აააფარეს ე.წ. გიფსოკარდონი, რომელიც გაფუჭდა და ჩამოინგრა. თქვენ ხედავთ, რომ მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება ეს ხალხი ხელისუფლებას. ამ ადამიანებმა რამდენჯერმე სცადეს მერის მოყვანა აქ, თუმცა უშედეგოდ, როგორც ჩანს 6 თვის მანძილზე მერიმა ვერ მოიცალა, რომ ამ ხალხთან მოსულიყო და მათი პრობლემები მოესმინა,, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა წითლიძემ.

პრობლემებზე საუბრობენ დევნილებიც. ნენე სიჭინავას თქმით, საარჩევნოდ დაპირდნენ კანალიზაციის მილების გაკეთებას, თუმცა პრობლემა ახლაც პრობლემად რჩება მისი თქმით: ,,ვითხოვთ, რომ მოვიდეს ბატონი მერი აქ და ნახოს რაც ხდება, საარჩევნოდ რომ ხმებს ითხოვდა, მოვიდეს და მოაგვაროს ახლა,,- განაცხადა სიჭინავამ.

რაც შეეხება მერიას, უწყებაში გვითხრეს, რომ მერი ადგილზე არ იმყოფება და საკითხს გაარკვევენ.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...