მთავარისიახლეებისაზოგადოება2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატის მუშაობა დროებით გაჩერდება

2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატის მუშაობა დროებით გაჩერდება

Published on

ენგურჰესზე სარემონტო სამუშაოების გადადება უკვე აღარ შეიძლება, – ამის შესახებ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2021 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით ენგურჰესის 15.5 კილომეტრი სიგრძის დერივაციულ გვირაბში, რომლის მეშვეობითაც აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი მიეწოდება, სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამის გამო კი, საჭირო იქნება მისი დაშრობა და ხუთივე აგრეგატის გაჩერება, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

„საქმეში ჩართული ყველა ექსპერტი, ასევე სადგურში წლების განმავლობაში მომუშავე სპეციალისტები, აცხადებენ, რომ რემონტის გადადება უკვე აღარ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავარიის დროს სადგური ოთხ თვეზე მეტხანს გაჩერდება“, – განაცხადა „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...