მთავარისიახლეებიკონფლიქტებიტრაგედია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მოყვა

ტრაგედია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მოყვა

Published on

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი ქალი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადმოიყვანეს, გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები უკვე გაკეთდა. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მედიასთან განაცხადა, ეს არის ტრაგედია და მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

“მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალგორის გადასასვლელი, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა პირდაპირი გაგებით. დიახ, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა, ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი, ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი საუბედუროდ და მოსახლეობას სჭირდება გადაადგილება როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს. ეს არის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. დღესაც მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...