მთავარიUncategorizedარნოლდ შვარცნეგერს სახლის დატოვება უბრძანეს, ახლა იგი ფაფას ხარშავს მეხანძრეებისათვის

არნოლდ შვარცნეგერს სახლის დატოვება უბრძანეს, ახლა იგი ფაფას ხარშავს მეხანძრეებისათვის

Published on

კალიფორნიის შტატში  სონომას ოლქში ძლიერი ხანძარია – ცეცხლი, რომელიც ერთ-ერთი ელექტროსადენი დაზიანების შედეგად გაჩნდა, 12,000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო. ამ დროისათვის ლოკალიზებულია ხანძრის 10%, თუმცა ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა უკვე მილიონამდე ადამიანს შეეხო. მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგია კიდევ მილიონამდე ადამიანს შეუწყდება.

ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის PG&E-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რამაც შესაძლოა სადენები და სხვა ინფრასტრუქტურა დააზიანოს და ხანძრის ახალი კერების გაჩენა გამოიწვიოს, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდებას ზღუდავენ.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძარი ლოს-ანჯელესს უახლოვდება და ათობით ათას შენობას ემუქრება. ​ შტატის ჩრდილოეთით 180,000-მდე ადამიანს სახლების დატოვება უბრძანეს.  

ევაკუირებულთა შორის არიან კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი. 

ლებრონ ჯეიმსი კი წერს, რომ ევაკუაციის შემდეგ ოჯახთან ერთად თავშესაფარს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. 

არნოლდ შვარცნეგერმა twitter-ზე დაწერა რომ მას სახლის დატოვება ღამის 3 საათზე მოუწია. მან მაშველ-მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა. და ეს მადლიერება და მხარდაჭერა იმითაც გამოხატა, რომ მეხანძრეებისთვის ფაფას ხარშავს და ურიგებს

ხანძარია მექსიკაშიც, კალიფორნიის შტატის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. ხანძარს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურდა 150 შენობა

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...