მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის წიგნის ,,ძალის გამოღვიძება” – პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის წიგნის ,,ძალის გამოღვიძება” – პრეზენტაცია გაიმართა [Video]

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის ,,ძალის გამოღვიძება” – პრეზენტაცია გაიმართა დღეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ოფისში. შეხვედრას პარტიის მხარდამჭერები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. წიგნის წარადგინა ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა. მას ოფისში შეკრებილები ოვაციებით შეხვდნენ.

წიგნზე ისაუბრა მაია კალანდიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ აქ წაკითხულის შემდეგ, გეუფლება განცდა, რომ არაფერი ყოფილა მარტივი და ისტორია, რომელიც ამ წიგნშია ასახული, ურთულესად გამოვლილი წლებია. წიგნის მნიშვნელობასა და მიხეილ სააკაშვილის პიროვნებაზე ისაუბრეს ისტორიკოსებმა ნიკა მაჭუტაძემ და მიშა დადიანმა. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, წიგნში საუბარია მიხეილ სააკაშვილის ოჯახზე, იმ გარემოებებზე, რომლებმაც შექმნეს რევოლუციური ვითარება 2003 წელს, თავისი გუნდის ძალაუფლებაში მოსვლაზე.წიგნში ასევე არის საუბარი იმ რადიკალურ რეფორმებზე, რომელიც გუნდის მმართველობის 10 წლის განმავლობაში განხორციელდა. ამასთანავე მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ წარმატებაზე, ის წარუმატებლობასაც აფასებს. ყოველ თავში პარალელებია გავლებული უკრაინის დღევანდელ მდგომარეობასთან, რომელიც ავტორის ასევე საკუთარი გამოცდილების ნაწილია. წიგნში მოყვანილია ბევრი დეტალი, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი მედიისა და ფართო აუდიტორიისათვის.


წიგნის პრეზენტაციაზე სკაიპით მიხეილ სააკაშვილიც ჩაერთო, მის გამოჩენას ტაში და შეძახილები მოყვა-,, მიშა გელოდებით,, ,, მიშა ჩამოდი,, – სკანდირებდნენ შეკრებილები.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა შეკრებილებს და განაცხადა რომ მისი სიყვარული და ერთგულება საქართველოს მიმართ უცვლელია.

,,ძალის გამოღვიძება” პრეზენტაციაზე მისულებს საჩუქრად გადაეცათ.
წიგნი პირველად უკრაინაში გამოიცა, მისი ქართულენოვანი ვერსია საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია პირველად ზუგდიდში შედგა.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...