მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ უნდა გავაჩინოთ ზედმეტი მოლოდინები და არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები რაც გვაქვს"...

“არ უნდა გავაჩინოთ ზედმეტი მოლოდინები და არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები რაც გვაქვს” – გიორგი გახარია ექიმებს [Video]

Published on

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდშიო ექიმებს დახურულ ფორმატში ხვდება.

მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფებზე გარკვეული პასუხისმგებლობით იმოქმედოს და ესენი არიან, პირველ რიგში პედაგოგები, ექიმები და სამართალდამცავი სისტემა.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მედიცინაში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის, რომ თქვენ უნდა იზრუნოთ ჩვენი პატარებისა და ასევე ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობაზე. მეორე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე, ისევე როგორც სოციალურ კომპონენტზე და მესამე, იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ რა დასკვნები გაკეთდება დღევანდელი შეხვედრის შემდგომ, რა დავალებების, ცვლილებების მიღება მოხდება და რა კონკრეტული შედეგები იქნება შემდეგ მიღწეული.

„არანაირი წინსვლა არ იქნება, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის ფინანსური რესურსიც არ უნდა ჩადოს სახელმწიფომ ჯანდაცვაში, თუ არ გვექნება ახლო კავშირი და არ გვეცოდინება საშუალო ტემპერატურა თქვენს საავადმყოფოებში როგორია. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თქვენ ყოველდღიურად ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ეს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მეტი გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით. მსურს, ვიცოდე რა ხდება რეგიონში, სამეგრელოში. რა გამოწვევები გვაქვს. თუ რა არის გასაკეთებელი კონკრეტულად იმისთვის, რომ აქ პროგრესი გვქონდეს მაქსიმალურად შესაძლებელი და სწრაფი. არ გავაჩინოთ ზედმეტი მოლოდინები და არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს. პრაგმატულად და ეფექტურად რომ მივაღწიოთ იმ შედეგს, რის მიღწევაც შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...