იულია სუსლიაკი ევროპის ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს, მისი შვილები კი მამასთან ერთად სოხუმში იმყოფებიან

0
566

რა ბედი ეწია უკრაინის მოქალაქეს იულია სუსლიაკს, რომელმაც მძიმე დღეები გადაიტანა საქართველოში ტრეფიკინგში ბრალდებით დაკავების შემდეგ და იქიდან გათავისუფლებულს აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა?

როგორც სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ქალს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა და ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, ხოლო მისი ათივე შვილი ახლა მამასთან იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოხუმში, სადაც ისინი რუსეთის გავლით ბებიებმა ჩაიყვანეს.

,,აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასაჩივრებული მაქვს ადმინისტრაციული აქტი, რომლის თანახმადაც, იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. სუსლიაკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი საქრთველოში 18 დეკემბერს გაიმართება. ველოდები, რომ ამის შემდეგ იულია სუსლიაკი საქართველოში ჩამოსვლას შეძლებს და აფხაზეთში თავის შვილებთან გადავა. სუსლიაკის საქმის გამოძიება საქართველოში არ მიმდინარეობს. ის სრულიად უკანონოდ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა, სადაც ჩემი ინფორმაციით, არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“, – განაცხადა თოდუამ

შეგახსენებთ, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და ზუგდიდიდან აპირებდა გადასვლას აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატია,,შენმა მამიკომ საქართველო გაქურდა და ხალხი შიმშილით ამოხოცა, შენ კი ამაზონის ტყე არსად გაგექცეს!”- მიმართვა ბერა ივანიშვილს
შემდეგი სტატიააფხაზეთის ომში დაკარგული პირების მოსაძიებლად უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური