მთავარიUncategorizedნაწულუკუში ავარიის შედეგად მანქანა დაიწვა - თვითმხილველების ცნობით, ერთ-ერთ მათგანს საპატრულო...

ნაწულუკუში ავარიის შედეგად მანქანა დაიწვა – თვითმხილველების ცნობით, ერთ-ერთ მათგანს საპატრულო ეკიპაჟი მისდევდა [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მიმავალი ოპელისა და ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შედეგად ოპელის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და საახანძროს მოსვლამდე მთლიანად დაიწვა. მანქანის მძღოლი, 60 წლამდე ასაკის მძღოლი გარდაცვლილია.

თვითმხილველთა ცნობით, მის მანქანას საპატრულო ეკიპაჟი მისდევდა. ,,მესმოდა, რომ დიდი სისწრაფით მიმავალ მანქანას კვალში ჩამდგარი პატრული მისძახოდა ,,გადააყენე, გადააყენე ! სხვა არაფერი ვიცი” -ამბობს ერთერთი თვითმხილველი


დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

საავადმყოფოს მედპერსონალი დაშავებულთა მდგომარეობას აფასებს როგორც ძალიან მწვავეს. კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია ,,ოდიში ნიუსისთვის” გაკეთებულ კომენტარებში აღნიშნავს, რომ შემოყვანილი სამი ახალგაზრდიდან ორი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. მესამე ახალგაზრდის მდგომარეობაც მძიმეა.

ამ დროისათვის გარდაცვლილიცა და დაშავებულებიც იდენტიფიცირებულები არიან, გარდაცვლილი აფხაზეთის საოკუპაციო ზონიდან არის, დაშავებული სამივე ახალგაზრდა კი ზუგდიდის კომპანია ,, გემუანის” თანამშრომელია – ასმათ შენგელია, ნანა თორდია და ნიკოლოზ ივარდავა


შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სიახლეები

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...