მთავარისიახლეებიკულტურალენტეხში ქალღმერთ დალის ქანდაკება ქალღმერთ დალის გარეშე (!) დადგეს

ლენტეხში ქალღმერთ დალის ქანდაკება ქალღმერთ დალის გარეშე (!) დადგეს

Published on

,,ლენტეხში ქალღმერთ დალის ქანდაკება ქალღმერთ დალის (!!!) გარეშე დადგეს.  მიზეზი კი ვითომდაც ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებაა. – წერს 90- იანი წლების ეროვნულ- გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთი ლიდერი, დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრი და თვალსაჩინო ლიტერატორი ნუგზარ წიკლაური თავის პირად ფეისბუქგვერდზე

,,ამ ველურობის ჩამდენ ბრიყვებს ალბათ არაფერი გაუგიათ საქართველოს ძველი ისტორიის, ღმერთების წარმართული პანთეონის, ქართული ფოლკლორის შესახებ. მათ არაფერს ეუბნება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს უძველესი გადმოცემები, იახსარი, კოპალა, ტყაშმაფა, ოჩოკოჩი, ლაშარი, ლეგენდები, თქმულებები, მათი სახელობის დღეობები…

მათთვის არ არსებობს ძველი სვანური პოეზია: ”დალილ კოჯას ხელღვაჟალე” დალი კლდეზე მშობიარობს… არც ამირანის ეპოსი (ესეც ხო წარმართულია?!), არც ცეკვები, არც შელოცვები… და ქრისტეს სახელით იცავენ იმას, რასაც ქრისტიანობა მთელი თავისი შინაარსით ებრძვის: სიძულვილს, სიბნელეს და უმეცრებას.

ქანდაკებიდან ბრიყვების მიერ ამაყად ჩამოგდებული ქალღმერთი დალი არის სიმბოლო ჩვენი დროების და ამა ქვეყნის ძლიერთა საარაკო უვიცობის, რომლის ძალით შლიან საქართველოს ისტორიას ბრიყვებისთვის ასე ჩვეული გულგრილობით და გამბედაობით. 

ჩვენთვის კი ნიშნავს ერთადერთს: ქოცური უწიგნურობა და სიბნელე უნდა დამარცხდეს, სანამ ჩვენი ქვეყნის ისტორიის სათავედ 2012 წლის 1 ოქტომბერი არ გამოუცხადებიათ.

დალი კლდეზე მოთქვამს, უარესად კლდეები მოთქვამენ.”

ასეთი იყო დალის ქანდაკების პირველსახე

 ეს კონფუზი მოხდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს მხრიდან წინააღმდეგობის გამო, მისი აზრით, აღნიშნული ქანდაკების აღმართვა კერპთაყვანისმცემლობაა.

„მივმართავ ყველას, ვისაც თავი ქრისტიანად მიაჩნია და ამავე დროს მხარს უჭერს ლენტეხის ცენტრში დალის კერპის აღმართვის იდეას. დალი, ეს არის მითოლოგიური პერსონაჟი მზეთუნახავის გარეგნობის, ულამაზესი საბედისწერო ქალი. ის მიუვალ კლდეებში ცხოვრობს. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის ფორმით. იგი, მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს და ექნება სექსუალური კონტაქტი, ეხმარება ნადირობაში. მონადირე ამ საიდუმლოს ინახავს და პირობის დარღვევის შემთხვევაში იღუპება“, – განაცხადა მან და ადგილობრივ ხელისუფლებას დალის ქანდაკების სვანური კოშკით ან სხვა სიმბოლიკით ჩანაცვლებისკენ მოუწოდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეს, რადგან დალის ქანდაკება უკვე მზად იყო. ტენდერში გამარჯვებულ შპს „დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლთან” ხელშეკრულება გაფორმებული იყო და თანხაც გაცებული – (დოკუმენტის თანახმად, არქიტექტურული კომპოზიციისა და შადრევნის მოწყობისთვის 185 435 ლარი უნდა დახარჯულიყო, სამუშაოები კი 2019 წლის 9 სექტემბრისთვის დასრულებულიყო), ამიტომ ქანდაკების მთლიანად შეცვლას დალის გადატეხვა არჩიეს.

დალი უდიერებას არავის პატიობს და შედეგიც სახეზეა – ლენტეხის ხელისუფლებაც და მისი დამსმელი პარტიაც საყოველთაო სარკაზმის ობიექტი გახდა, თავი გაიპამპულეს – მათი საქმეა დაიჯერებენ თუ არა, მაგრამ ეს დალის რისხვით და მათი გონებრივი უმწეობით არის გამოწვეული.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...